შაბათ-კვირას აჭარაში ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება

27 აპრილი 2018, 00:00 2417 ნახვა

უახლოეს დღეებში აჭარაში  მოსალოდნელია არამდგრადი ამინდი, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სანაპირო კურორტებზე  უმეტესად უნალექო ამინდი, ტემპერატურა +23, +25, მთიან რაიონებში +21, +23 გრადუსი იქნება.

შაბათ-კვირას როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში უფრო ინტენსიურად მოხდება, შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან, თბილი ჰაერის მასების გავრცელება, რისი გავლენითაც საქართველოში +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა.

მაღალი ტემპერატურისა და ინტენსიური აორთქლების გავლენით, დროგამოშვებით მოიღრუბლება და დღის ბოლოს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი