სოციალური საწარმო ფსიქიატრიული ცენტრის ბაზაზე

26 აპრილი 2018, 00:00 2383 ნახვა

შპს „ბათუმის ფსიქიატრიული ცენტრის“ ბაზაზე სოციალური საწარმო გაიხსნა. მასში პროფესიული ნიშნით შერჩეული რამდენიმე მუშაკთან ერთად ფსიქიკური სერვისების მიმღები პირებიც დასაქმდებიან.

საწარმო პურფუნთუშეულის წარმოებით არის სპეციალიზებული, რომლის პროდუქციას პირველ ეტაპზე თავად ფსიქიატრიული ცენტრი მოიხმარს. პროექტი ამ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ გრანტით და მერიის თანამონაწილეობით დაფინანსდა.

როგორც ცენტრის  დირექტორმა ეკა ზოიძემ განაცხადა, საწარმოს გარდა მისი ფუნქციების გამრავალფეროვნება იგეგმება, რომლის მოწყობაც ფსიქო-ნერვოლოგიური ცენტრის ყოფილ ტერიტორიაზე იგეგმება. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი