შუახევში, სოფელ კობალთაში ტყე იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია მიუვალია და მეხანძრეებს ტექნიკით ხანძრის კერებამდე მისვლა გაუჭირდებათ.
შემთხვევის ადგილისკენ შუახევის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი და ხულოს ერთი ბრიგადა უკვე გავიდა.
სოფელ კობალთაში, აღნიშნულ ტყეში ხანძარი სამი წლის წინაც გაჩნდა.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ფოტოები უშანგი ფუტკარაძემ მიაწოდა.