ბათუმში, ჩაიკოვსკის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთი მოქალაქე რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, პაციენტს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა.
კიდევ ერთ დაშავებულს კი ექიმებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მისი კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ იყო.
ჩაიკოვსკის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
აღნიშნულ მონაკვეთზე ავარიები ხშირად ხდება. მოსახლეობა საგზაო ნიშნების დამატებასა და სიტუაციის დარეგულირებას ითხოვენ.