ზაფხულის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება პარკებსა და სკვერებში დასვენება – ასევე აქტუალურია ატრაქციონების უსაფრთხოება. მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, ატრაქციონების ინსპექტირების უფლება ლიცენზირებულ კერძო კომპანიებს აქვთ.
რამდენად უსაფრთხოა ბათუმის ცენტრალურ პარკში, ბულვარსა, თუ ეზოებში დამონტაჟებული ატრაქციონები? რამდენად ხშირად მოწმდება ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილები და რა კეთდება იმისთვის, რომ ობიექტები გაცილებით მიმზიდველი გახდეს?