''აიცერი და დაიცავი'' - იმუნიზაციის კვირეული დაიწყო 

23 აპრილი 2018, 00:00 2983 ნახვა

''აიცერი და დაიცავი'' - საქართველოში დღეიდან -29 აპრილს ჩათვლით ევროპის  იმუნიზაციის კვირეული ტარდება.  კვირეულის ფარგლებში ვაქცინაციით მართვადი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით საყოველთაო აცრები ტარდება. მართვად ინფექციებად თვლება: დიფტერია, ყივანახველა, В ჰეპატიტი, წითელა, წითურა, პნევმონია, როტავირუსული დიარეა.

კვირეულის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და იმუნიზაციის  მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა. ასევე იმ პირების   ვაქცინაცია, რომლებსაც კალენდრით გათვალისწინებული 14 წლამდე პერიოდში აცრა არ ჩატარებიათ. საქართველო ევროპის რეგიონული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესშია ჩართული. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის შედეგად ვაქცინაციით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა შემცირდა. ევროპის იმუნიზაციის კვირეული საქართველოში 2005 წლიდან ყოველი წლის აპრილში აღინიშნება.
 

ამავე კატეგორიაში