საერთაშორისო კვირეული ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

23 აპრილი 2018, 00:00 4024 ნახვა

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საერთაშორისო კვირეული გაიხსნა.  ერთი კვირის განმავლობაში, რუმინეთის საბერძნეთისა და ვროცლავის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები  ტურიზმის, ფიზიკა- მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ტურიზმის მენეჯმენტსა და ნანო ტექნოლოგიებზე ლექციას წაიკითხავენ.

საერთაშორისო კვირეულის მონაწილეები დღეს უნივერისტეტის რექტორს, აჭარის განათლების მინისტრსა და პროფესორ- მასწავლებლებს შეხვედრენ, დღესვე დაგეგმილია უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაცნობაც. საერთაშორისო კვირეული ერაზმუს პლუსის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი