მმართველი გუნდის ლიდერები მერები იქნებიან

23 აპრილი 2018, 00:00 3214 ნახვა

მერები პარტიის რეგიონულ ლიდერებად.  '​'ქართული ოცნების'' ორგანიზაციის თავმჯდომარეები აჭარის ყველა  მუნიციპალიტეტში შეიცვლება. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის ინფორმაციით, კონსულტაციები მოქმედ მერებთან მიმდინარეობს. თუმცა ამის შესახებ ჩვენთან ინფორმაცია, მხოლოდ ხულოსა და ქედის მერებმა დაადასტურებს. გოჩა მელაძე და ლევან გორგილაძე აცხადებენ, რომ საკითხის განხილვა მათთან მიმდინარეობს. 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  რეგიონული კონფერენციები 30 აპრილს ხულოში, შუახევში, ქედაში და ხელვაჩაურში, ხოლო პირველ მაისს ქობულეთში გაიმართება. 

დღეს კი ბათუმში ჩატარებულ კონფერენციაზე პარტიის ლიდერად ბათუმში ლაშა კომახიძე აირჩიეს, რომელიც ბათუმის მ​ოქმედი მერია. 

 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი