20-21 აპრილს საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება.
აჭარაში ხვალისთვის ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზეგ კი როგორც სანაპირო ზოლში, ასევე მთიან რაიონებში მთელი დღის განმავლობაში იწვიმებს. ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებას დაიწყებს შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც ამინდის მნიშვნელოვნად გაუარესდება. დასავლეთ საქართველოში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ძლიერი. გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.