სპორტული თამაშები მინი ფეხბურთში. ერთმანეთს პირველობისთვის აჭარის 5 მუნიციპალიტეტიდან მოსწავლეები შეეჯიბრნენ. შეხვედრა ხულოს გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 7:3 დასრულდა.
საპრიზო ადგილებზე გასულებს სიგელები მედლები და თასები გადაეცათ. შეჯიბრი აჭარის მასობრივი ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.