ავღანელ სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორები მოტორიზებული პატრულისა და სხვადასხვა დავალების შესასრულებლად თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას უტარებენ. საკითხები სამხედრო ტოპოგრაფიას, კავშირგაბმულობას, საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას მოიცავს.
სწავლებებში ყურადღება იმ უნარებზე მახვილდება, რომლებიც ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს ოპერაციის რაიონის მოტორიზებული პატრულირების, ქვედანაყოფის მართვისა და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სჭირდებათ.