თურქული სკოლა ავტორიზაციისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე – უკვე ორი წელია სასწავლებელი ფუნქციონირებს, ორი წელია ისმის განცხადებები, რომ საკითხი შესწავლის ეტაპზეა, თუმცა ამ დრომდე სკოლის ქართულ იურისპრუდენციაში მოსაქცევად ფაქტობრივი შედეგი არ დამდგარა.
სკოლას თურქეთის საკონსულო კურირებს, სადაც აცხადებენ, რომ სასწავლებელი მთავრობებს შორის შეთანხმებით აშენდა, ასევე მთავრობებს შორის დაიდება ხელშეკრულება მისი არსებობის გაგრძელებაზე. ცნობილია, რომ მსგავს სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას იურიდიულად უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე “კანონს ზოგადი განათლების შესახებ''.