შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში, 64 წლის შალვა გოგიტიძემ ორი ქვევრი იპოვა. თიხის ჭურჭელი, სახლთან ახლოს, მიწის ნაკვეთში, საგაზაფხულო სამუშაოების დროს აღმოაჩინა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელთან ყვება, რომ ეს პირველი შემთვევა არ არის, როცა მის ეზოში ღვინის ჭურჭელი იპოვა. "90-იან წლებში დაახლოებით 8 მარანი აღმოვაჩინე, თუმცა უყურადღებობით ისევ მიწამ დაფარა" - იხსენებს შალვა გოგიტიძე.
არქეოლოგი შოთა მამულაძე ამტკიცებენ, რომ ქვევრი, პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, მეათე- მეთერთმეტე საუკუნეებით თარიღდება.
გოგიტიძის სახლი, სადაც ქვევრები იპოვეს, სოფლის მეჩეთის გვერდით მდებარეობს. ისტორიკოსი სერგო აბაშიძის ვარაუდობს, რომ მეჩეთი ნაეკლესიარის ადგილას, მეთვრამეტე საუკუნეში, გორგაულის უბნიდან გადმოიტანეს. მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ საუკუნოვან ხის მეჩეთის კარსა და კედლებზე ჯვრის ორნამენტებია ამოტვიფრული.
შუახევის რაიონის სოფელი ქიძინიძეები ისტორიული სოფელია. აქ წლების განმავლობაში აღმოჩენილი ქვევრები მოწმობს, რომ აქ მევენახეობას საუკუნეების განმავლობაში ეწეოდნენ. სოფელში ორი რელიგიის მიმდევრები, ქრისტიანები და მუსლიმები ცხოვრობენ.