კერის და კვირიკაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია

06 ივლისი 2016, 00:00 3727 ნახვა

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ნატოს ვარშავის სამიტის წინ, წარმოადგენს მხარდაჭერას ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჯონ ქერისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო-ამერიკის სტატეგიული ქარტიის სხდომაზე განხილული იყო ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მხარეებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარღმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ასევე, ხელი მოეწერა შეთანხმებას განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. საქართველოს სახელით დოკუმენტებს ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა, ხოლო შეერთებული შტატების სახელით - სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ. ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ჯონ ქერიმ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გამოხატა. მისი თქმით, საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს ვარშავის სამიტზეც დაფიქსირდება. მხარეებმა საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაზეც ისაუბრეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი