“ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” – ახალი სამშვიდობო ინიციატივა წარმოადგინა პრემიერ - მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ეს მოქმედი ხელისუფლების მიერ აღებული კურსის კიდევ ერთი დადასტურება და გაგრძელებაა.
ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის განვითარება, განათლების ხელმისაწვდომობა და უვიზო მიმოსვლით სარგებლობის უფლება – რა ნაბიჯებს გეგმავს მთავრობა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში.