დღეს აჭარის ორი საფეხბურთო კლუბის თამაშია  

04 აპრილი 2018, 00:00 2207 ნახვა

ქობულეთის „შუქურა“ და ბათუმის „დინამო“ დღეს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა 2-ის მეხუთე ტურის შეხვედრებს გამართავს. „დინამო“ გასვლით შეხვედრაში წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „შუქურა“ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „თელავს“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, ქობულეთის „ჩელე არენაზე“ მოედნის საფარის განახლების პროცესი მიმდინარეობს, შესაბამისად გუნდი საშინაო შეხვედრებს ქუთაისში ატარებს.

''სამგურალისა'' და ბათუმის ''დინამოს'' შეხვედრას, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში, 14 საათზე შემოგთავაზებთ.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში