ქვეწარმავლები ანგისის დასახლებაში ისევ გამოჩდნენ

04 აპრილი 2018, 00:00 2436 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, დღეს ანგისის დასახლებაში მცხოვრები კიდევ ერთი მოქალაქე დაუკავშირდა. კახა ჩიტაძე ამბობს, რომ ხასან ჰელიმიშის 13 ნომერთან ქვეწარმავლები ისევ დააფიქსირეს.

მოქალაქე გვწერს, რომ ბათუმის მერიის შესაბამისს სამსახურს არ დაკავშირებია. ადგილზე კი სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად  ჯერ არავინ მისულა.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ანგისის დასახლებაში მდინარე მეჯინისწყლის მიმდებარე ტერიტორია, მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე, ორი დღის წინ შეწამლეს.

გველები  საცხოვრებელ სახლებთან ახლოს რამდენიმე დღის წინ შენიშნეს. მოქალაქეები ყვებოდნენ, რომ აღნიშნული გზით სკოლის მოსწავლეებიც გადაადგილდებიან და ეს განსაკუთრებით სახიფათოა.

ბათუმის მერია მსგავს შემთხვევებში მოქალაქეებს ცხელი ხაზის ნომერზე (0422) 27 26 06 -ზე დარეკვას ურჩევს.

პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიას ამუშავებენ და ტერიტორიიდან ქვეწარმავლები გაჰყავთ  წელს დაიწყო, ამისთვის 51 ათასი ლარია გათვალისწინებული. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი