კურორტ ''გოდერძის" ადმინისტრაცია - ზამთრის სეზონი ოფიციალურად დაიხურა

02 აპრილი 2018, 00:00 2618 ნახვა

კურორტი "გოდერძი" მოთხილამურეებს ​ერთი წლით ემშვიდობება, ზამთრის სეზონი ოფიციალურად დაიხურა. სამთო-სათხილამურო კურორტმა წელს 30%-ით მეტ დამსვენებელს უმასპინძლა, ვიდრე გასულ სეზონზე. ადმინისტრაციაში ზუსტ ციფრს არ ასახელებენ, თუმცა პროცენტებში მატება ასე გამოიყურება.

ფოტო: "გოდერძის" ადმინისტრაცია

 

 

 

"გოდერძის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლაშა ველიაძე ამბობს, რომ წელს გაზრდილი იყო იმ ვიზიტორების რიცხვი, რომლებმაც ხანგრძლივად კურორტზე დაისვენეს, განსაკუთრებით გრძელვადიანი ვიზიტით უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩადიოდნენ.

"წინ ულამაზესი ზაფხულის სეზონი გველოდება, კოტეჯებზე საზაფხულო ფასდაკლებები უკვე დაწყებულია. სამთო ტურიზმის მოყვარულებს გელით "გოდერძი"-ზე, მოთხილამურეებს კი შევხვდებით მომავალ წელს, გაუმჯობესებული სერვისებით, მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასებით და რა თქმა უნდა ულამაზესი კურორტით" - ამბობს ლაშა ველიაძე. რა იგულისხმება გაუმჯობესებულ პირობებში? ლაშა ველიაძე ამბობს, რომ საგზაო დეპარტამენტი, თოვლი დნობასთან ერთად კურორტამდე ასასვლელი ამორტიზებული გზის დაგებას იწყებს.

უშუალოდ კურორტის ადმინისტრაციას კი შიდა გზებზე, 1350 მეტრი ასფალტის დაგებას გეგმავს. ასევე, ახალი წყლის სათავე ნაგებობის გაკეთებას აპირებს, რადგან კურორტის ზრდასთან ერთად, არსებული წყლის რეზერვუარი არასაკმარისია".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა, 2018-19 წლის ზამთრის სეზონისთვის, ექნება თუ არა კურორტს გაუმჯობესებული სამედიცინო პუნქტი და დაანონსებული ვერტმფრენი. ლაშა ველიაძის განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ მომავალ სეზონზე, კურორტს, "112" შენობა და ვერტმფრენის ასაფრენი ბილიკი ექნება. 

"დავაზუსტე ინფორმაცია და შემიძლია გითხრათ, რომ კურორტზე განთავსდება 112 შენობა, რომელშიც არა მხოლოდ სამედიცინო აღჭურვილობა და პუნქტი იქნება, არამედ ადგილზე იქნება სამაშველო ბრიგადები და ყველა ის სერვისი, რაც აქვს 112-ს. ასევე, დაზუსტებული ინფორმაციით, კურორტზე იქნება ვერტმფრენის ასაფრენი ზოლი".  

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი