ქართული რაგბის დიდი წარმატება

31 მარტი 2018, 00:00 1863 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ჭაბუკმა "ბორჯღალოსნებმა" ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უძლიერესი საფრანგეთის ნაკრები 8:3 დაამარცხეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდნენ. წინა სამ შეხვედრაში კი მარცხი სწორედ საფრანგეთის ნაკრებთან განიცადეს. საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" მაინც მოახერხეს პრინციპული მეტოქის დამარცხება და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

ამავე კატეგორიაში