სპორტი მთავარში

28 მარტი 2018, 00:00 2267 ნახვა

• საქართველოს მორაგბეთა თვრამეტწლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. დღეს პოლონეთის ქალაქ პოზნანში, უმცროსი “ბორჯღალოსნები” ტურნირის ნახევარფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდნენ და მეტოქე 25:0 დაამარცხეს. ფინალში საქართველოს უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ტრადიციული მეტოქე – საფრანგეთი ელოდება. წინა სამი მატჩი მამლების გამარჯვებით დასრულდა.საფრანგეთის ნაკრებმა ნახევარფინალში ესპანეთი დიდი ანგარიშით – 38:7 დაამარცხა. ფინალური შეხვედრა 31 მარტს გაიმართება.

• ბათუმის საცხენოსნო კლუბმა მორიგ წარმატებას მიაღწია. თურქეთის დედაქალაქ სტამბულში გამართულ „ჯიპას თასზე“ ბათუმელმა მხედრებმა პირველი, მეორე და მეოთხე ადგილების მოპოვება შეძლეს. შეჯიბრში თუქეთის მასშტაბით 100 კლუბი და 280 ცხენი ასპარეზობდა. გათამაშება დაბრკოლებათა გადალახვაში გაიმართა. ბათუმელი მხედრები ცხენებთან ერთად შეჯიბრზე მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრნენ.

• საკალათბურთო კლუბი ბათუმი კიდევ ერთხელ დაისჯება, სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებით, გუნდი ორ მატჩს გულშემატკივრების გარეშე გამართავს. აკრძალვის საფუძველი, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 24-ე ტურში, "ბათუმისა" და თბილისის "დინამოს დაპირისპირების დროს, მსაჯებსა და გულშემატკივრებს შორის მომხდარი ინციდენტი გახდა.შესაბამისად, ხვალ, ბათუმის სასპორტო სკოლაში, ბათუმისა და ქუთაისის გუნდების შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ბათუმელთა გუნდი იგივე მიზეზით ერთხელ უკვე დაისაჯა, რის გამოც სუპერლიგის მე-19 ტური "სოხუმის" წინააღმდეგ გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი