ათდღიანი ვადა ბორდის წევრობის ხელახალი კანდიდატურების წარსადგენად

24 მარტი 2018, 00:00 1023 ნახვა

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ხელახალი კანდიდატურების წარსადგენად სახალხო დამცველს და საპარლამენტო უმცირესობას 10 დღიანი ვადა აქვთ. კანდიდატები სამეურვეო საბჭოს შესარჩევი კომისიისთვის წარდგენილი 12 კანდიდატურიდან უნდა შეირჩეს.

იმ შემთხვევაში თუ ისინი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ, პარლამენტი უფლებამოსილია ხელახალი კონკურსი გამოაცხადოს. ზაზა შათირიშვილი უმრავლესობის, ხოლო ბესიკ ლილუაშვილი აჭარის კვოტით კანონმდებლებმა გუშინ აირჩიეს.  ისინი უფლებამოსილების განხორციელებას 18 აპრილიდან შეუდგებიან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი