საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდება

23 მარტი 2018, 00:00 2013 ნახვა

დღეს, საქართველო ფარერების ნაკრებს უმასპინძლებს. 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს. მთავარი მწვრთნელის რანგში გია ცეცაძისთვის ეს პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება.

მატჩს 19:00 საათზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

დღევანდელი მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება – გუნდები და გულშემატკივრები ცხინვალის იზოლატორში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ამავე კატეგორიაში