„ვემზადებით ამინდისთვის, ვითვალისწინებთ კლიმატს“- 23 მარტს მეტეოროლოგიის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღს აღნიშნავენ საქართველოშიც, სადაც ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური 165 წელიწადზე მეტს ითვლის. სამსახური ქვეყნის ტერიტორიაზე რეგულარულ დაკვირვებებს ატარებს, ადგენს ამინდის და ჰიდროლოგიურ პროგნოზებს და მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ იძლევა გაფრთხილებას.
მსოფლიო მეტეოროლოგიური დღე 1950 წლიდან აღინიშნება და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის დაარსების შესახებ კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება.
ორგანიზაციის გენერალური მდივნის, პიტერ ტალასის განცხადებით, ბოლო ათწლეულში, მეტეოროლოგიური დაკვირვების ისტორიაში 2017 წელი ყველაზე თბილი იყო.
სპეციალისტების განცხადებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში მკაცრი ამინდის პირობებში ადამიანების დაღუპვის მაშტაბების შემცირება, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ამინდის პროგნოზირების სიზუსტით და დროული გაფრთხილებებით.
საზოგადოერივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მეტეოროლოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს. განსაკუთრებით კი მუდმივი თანამშრომლობისთვის სვეტლანა ნიორაძესა და ნინო წვერავას.