მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო პროცესში მოხალისეების სტატუსით საზღვაო აკადემიის სტუდენტები ჩაერთვებიან. შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა. საორგანიზაციო კომიტეტსა და სასწავლებელს შორის გაფორმებული დოკუმენტი ორმხრივ თანამშრომლოაბს გულისხმობს. მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში სექტემბერში ჩატარდება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი სპორტული ღონისძიებაა. ოლიმპიადაში სპორტსმენები 189 ქვეყნიდან მონაწილეობენ. რაც შეეხება სამზადისს, ზურაბ აზმაიფარაშვილის თქმით, ინფრასტრუქურული სამუშაოები ვადებში მიმდინარეობს, მშენებლობის პროცესს ფიდეს ინსპექტორები, სავარაუდოდ მაისში კიდევ ერთხელ შეამოწმებენ.
საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო პროცესში მოხალისეების სტატუსით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისი მემორანდუმი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის დღეს გაფორმდა.