ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

20 მარტი 2018, 00:00 4511 ნახვა

ბათუმში,  მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ, არავინ დაშავებულა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, გამოძახება არ დაფიქსირებულა.

მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება.

მოსახლეობის თქმით, მიმდინარე წელს 25-ზე მეტი ავარიის ფაქტი დაფიქსირდა. მათივე განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ნიშნები განთავსებული არ არის, რაც მუდმივად პრობლემებს ქმნის.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში