სავალდებულო გენდერული კვოტირება, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემასაც შეეხოს

20 მარტი 2018, 00:00 2084 ნახვა

 სავალდებულო გენდერული კვოტირება პოლიტიკური პარტიებისთვის სავარაუდოდ შესაძლოა მაჟორიტარულ სისტემაზეც გავრცელდეს. საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებმა მოსმენები პარლამენტში უკვე გაიარა და პლენარულ სხდომაზე განიხილება.  

საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს სქესთა ბალანსის დაცვა ევალება ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. მმართველმა გუნდმა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილა.

ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას პარლამენტის 73 მაჟორიტარული ოლქიდან სულ მცირე 12 მაჟორიტარულ ოლქში განსხვავებული სქესის წარმომადგენლის წარდგენა მოუწევს. დეპუტატების უმრავლესობა სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღებას მხარს არ უჭერს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი