ბათუმში, ერთდღიანი წვიმის შემდეგ ხვალ დილით გამოიდარებს. მომდევნო 3 დღის განმავლობაში, აჭარაში უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. სანაპირო ზოლში +27, მთიან რაიონებში კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.
17 მარტს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან თბილი ჰაერის მასები ინტენსიურად გავრცელდება.
18-19 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობზე ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთის ბარში კი ჰაერი +19, +21 გრადუსამდე გათბება.