ენმ  გაყიდული ხეების გამოსყიდვას გეგმავს

16 მარტი 2018, 00:00 2209 ნახვა
00:00
00:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმ ხეების გამოსყიდვას გეგმავს, რომელის შესყიდვასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს. გია აბულაძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით უკვე მიმართეს.  

ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს გაუქმდეს ყველა ნებართვა, რომელიც გაცემულია ხეების მოჭრასთან და გასხვისებასთან დაკავშირებით. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ოპოზიციისგან წერილი მიიღეს, ინფორმაციას გაეცნენ, თუმცა სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში