რელიგიის გაკვეთილები - რისკები და სარგებელი

15 მარტი 2018, 00:00 2930 ნახვა

სასურველია რელიგიური განათლება საჯარო განათლების ნაწილი იყოს – ამის შესახებ რეკომენდაციებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ, როგორებიცაა გაერო, იუნესკო, ევროკომისია, ევროსაბჭო და ეუთო.

აღსანიშნავია, რომ რელიგიის სწავლება ევროპის უმეტეს ქვეყნებში სასკოლო კურიკულუმის ნაწილია, ისწავლება სხვადასხვაგვარად - ცალკე საგნად, ან ინტეგრირებულად. დღეს უკვე სპეციალისტები აღარც საქართველოში დაობენ სკოლებში რელიგიური განათლების აუცილებლობაზე.

ცნობილია რომ რელიგიის გაკვეთილების სკოლებში დაბრუნებას საქართველოს განათლების სამინისტრო გეგმავს, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს იდეა დამუშავების პროცესშია.  “კვლევები ადასტურებს, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც გარკვეული, ობიექტური, ცოდნა აქვთ მიღებული სხვადასხვა რელიგიაზე, უფრო ტოლერანტულები არიან” – ვკითხულობთ სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ვებ-გვერდზე.

ვინ ჩაატარებს გაკვეთილებს? იქნება თუ არა გაკვეთილები მრავალფეროვანი? ხომ არ დავდგებთ არაკვალიფიციური სწავლების წინაშე? შენიშვნები და რეკომენდაციები ნათია ლომაძემ მოისმინა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი