მერია ბათუმის ცენტრალური პარკის კომერციალიზაციაზე

14 მარტი 2018, 00:00 3171 ნახვა

ბათუმის მერიაში, ცენტრალური პარკის ”კომერციალიზაციის”' პროექტი მუშავდება. ქალაქის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ პარკის შემოსავლები უდნა გაიზარდოს და ტურისტებისა და  ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდეს.  "ჩვენი იდეაფიქსი არაა კაფეების გაკეთება, ჩვენი იდეაა ხალხის მოზიდვა პარკში" - ამბობს ქალაქის მერი. ლაშა კომახიძის თქმით,  მსუბუქი კონსტრუქციებით რეკრეაციული ზონის მოწყობა იმ ტერიტორიაზე იგეგმება, სადაც ამჟამად ზოოკუთხეა განთავსებული.

ბათუმის ცენტრალური პარკიდან ზოოკუთხის გადატანის ინიციატივის განხილვას ლაშა კომახიძე ადასტურებს. მერის თქმით, ზოოკუთხის გადატანის მომხრეები არიან მოქალაქეებიც, რომლებსაც ხმაური და სუნი აწუხებთ ტერიტორიაზე, თუმცა მერს ჯერ ადგილობრივების აზრი არ მოუსმენია სჭირდებათ თუ არა პარკში კვებისა და გასართობი ობიექტები. კომახიძე ირწმუნება რომ პარკში კორპუსები არ აშენდება. ამასთან მერს აქვს ინიციატივა ტბას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი