კიმ ჩენ ინს დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება სურს. სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამერიკელ კოლეგასთან აუდიენციისას ამერიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების საკითხის წამოწევას გეგმავს.
გამოცემა წერს, რომ კიმ ჩენ ინის სურვილია, ფხენიანში ამერიკის საელჩო გაიხსნას. აღნიშნული ინიციატივების შესახებ ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და სამხრეთ კორეის დელეგაციის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრის ადგილი და თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.