28 და 30 წლის კაცები საყოფაცხოვრებო ნივთების ქურდობისთვის დააკავეს

12 მარტი 2018, 00:00 5518 ნახვა

2 ავტომობილის მაგნიტოფონი, 2 პლაზმური ტელევიზორი, სათვალთვალო კამერები, პლასტიკური ბარათები, ლეპტოპი და ველოსიპედი  - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთების, რომელიც ორმა სრულწლოვანმა მამაკაცმა ბათუმში, ერთ კვირაში, სხვადასხვა ადგილზე მოიპარა. 

ბოლო ქურდობის მცდელობაზე 28 და 30 წლის კაცები პოლიციამ ქურდობის ფაქტზე აიყვანა. ერთ-ერთი დაკავებული საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივნიდან ველოსიპედის მოპარვას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე და 19-177-ე მუხლებით.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი