აჭარაში წითელას შემთხვევებმა იკლო

12 მარტი 2018, 00:00 1726 ნახვა

აჭარაში წითელას გამოვლენის შემთხვევებმა იკლო. გასულ კვირას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,  15 მდე ფაქტი დაფიქსირდა. გადამდებ დაავადებათა ეპიდ-ზედამხედველობისა და იმუნიზაციის განყოფილებაში აცხადებენ, რომ შემთხვევათა რაოდენობა თითქმის განახევრდა. ამის მიუხედავად მედიკოსები მოსახლეობას აცრის სტატუსის გადამოწმებისკენ ისევ მოუწოდბენ და საჭიროების შემთხევაში იმუნიზაციის ჩატარებას ურჩევენ.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, სავარაუდოდ ორ დღეში იმუნიცაზია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტებს ჩაუტარდებათ, ასევე აცრის ჩატარების სურვილი გამოთქვეს ქობულეთის პროფესიულ სასწავლებელ “ახალ ტალღაში”.

ამავე კატეგორიაში