ოკუპირებულ ახალგორში, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გათავისუფლებული არიან. მათ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის შენობაში შეხვდა.
კახა საბანაძის თქმით, გათავისუფლებულ მოქალაქეებს წამების არანაირი კვალი არ აღენიშნებათ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, უმოკლეს დროში მოხდეს.