დაზიანებული, ამორტიზებული და მოუწესრიგებელი მოსაცდელები ხულოს სოფლებში.
მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილში მოსაცდელი არის, თუმცა მათი უმრავლესობა მწყობრიდანაა გამოსული. წვიმისა და ცუდია ამინდის დროს მოქალაქეების იქ გაჩერებას ვერ ახერხებენ.
პატარა სოფლებში მსგავსი ტიპის პუნქტებს ვერ იპოვით.
ბათუმი- ახალციხის ცენტრალურ გზაზე მდებარე მოსაცდელები...
ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მოსაცდელების ნაწილი მერიამ გააკეთა, ნაწილი კი სოფლის მოსახლეობის პრიორიტეტული ღონისძიებების ფარგლებში წლების განმავლობაში შენდებოდა.
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტმა 17 ათას ლარიანი ტენდერი, მიმდინარე წელს გამოაცხადა.
მერიაში განმარტავენ, რომ დაგეგმილია მოსაცდელების რეაბილიტაცია.