აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან იპოთეკით დაზარალებულები შიმშილობას აგრძელებენ. ისინი იაფ და გრძელვადიან სესხებს ითხოვენ. აქციის მონაწილეებს დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეხვდა. კახა შაშიკაძემ მათ განუმარტა, რომ მთავრობამ ბანკებს რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. დაზარალებულები ბანკებში ინდივიდუალურ გასაუბრებას გაივლიან, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი თუ ვინ მიიღებს სესხს.