ავტოსაგზაო შემთხვევა, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე დღეს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი მანქანის მძღოლი კი გარდაიცვალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ, თუმცა ბადრი პაქსაძის თქმით, სამედიცინო მუშაკებმა დაზარალებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს რაც გულისხმობს ავტომობილის, ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.