ნავთობტერმინალში თანამშრომელთა შემცირება დაიწყო

06 მარტი 2018, 00:00 4704 ნახვა

შემცირებული ტვირთბრუნვა და შემცირებული კადრები – ბათუმის “ნავთობტერმინალის” ახალმა მენეჯმენტმა ბოლო ერთ თვეში, სამსახურიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლა, ამბობენ რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე და უმეტეს შემთხვევაში საპენსიო ასაკს მიღწეულები, რომლებსაც კომპენსაცია გადაუხადეს.

“ნავთობტერმინალი” და “ბათუმის პორტი” 2008 წლიდან 49 წლიანი იჯარით ყაზახურმა კომპანიამ იყიდა, მას შემდეგ  რამდენიმეჯერ შეიცვალა დირექტორი. ამჟამად ტერმინალში სპეციალური კომისია მუშაობს.

არსებულ ფინანსურ პრობლემებს სამართლებრივი დავაც ემატება -  ქონება დაყადაღებულია. ყაზახებს უცხოური, ექსპორტიორი კომპანიები უჩივიან. რას ფიქრობენ ექსპერტები? რატომ შემცირდა ტვირთბრუნვა? რატომ უკავშირებენ მიმდინარე მოვლენებს სატარიფო პოლიტიკას და ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას?

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში