სამეურვეოს საბჭოს წევრობის მსურველები

04 მარტი 2018, 00:00 2148 ნახვა

საზოგადოებრვი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა სია ცნობილია. ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადით საკონკურსო კომისიას 14-მა ადამიანმა მიმართა. საბჭოს წევრობის სურვილი აჭარიდან 2-მა  კანდიდატმა გამოთქვა. განაცხადი ნათია სირაბიძემ და ბესიკ ლილუაშვილმა შეიტანეს. აჭარის მთავრობის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ლილუაშვილმა  რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ნათია სირაბიძე  აჭარის  მთავრობის პრესსამსახურის  Yყოფილი უფროსი და ევროპის კულტურის პარლამენტის წევრია. ბორდის წევრობის მსურველებმა დოკუმენტაცია და არხის განვითარების კონცეფცია პარლამენტში შექმნილ სპეციალურ კომისიას გადაუგზავნეს. მასალები კომისიამ 10  დღეში უნდა შეისწავლოს.    შერჩეული კანდიდატების სია იმ უწყებებს გადაეგზავნება, რომლებსაც მაუწყებლის ბორდის კვოტა ეკუთვნის. კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოსაც წარედგინება, რომელმაც სამ დღეში უნდა შეარჩიოს მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე კანდიდატი. საბოლოოდ კანდიდატებს საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. ბორდის 4 ასარჩევი წევრიდან ერთი კვოტა აჭარას ეკუთვნის. საქართველოს კანონმდებლობით, საკონკურსო კომისიამ თითო ვაკანტურ თანამდებობაზე 3 პირი უნდა წარადგინოს. სავარაუდოდ, ამ 14 პირიდან, პირველ ეტაპზე, 12 შეირჩევა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში