ვინ შეძლებს პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას

02 მარტი 2018, 00:00 5797 ნახვა

ბათუმის იუსტიციის სახლში, პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები უფასოდ აიღებენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, აქციის ფარგლებში უფასო სერვისით ისარგებლებენ  ის სრულწლოვანი მოქალაქეები,  რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი, ასევე არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც 1 ნოემბრამდე უსრულდებათ 18 წელი.

•  მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

• რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე.  

• მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კორექტულ მისამართზე.  

• ასევე პირები, რომელთაც იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი არ აქვთ.

• ის მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს. ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა. აღნიშნული პირები აქციით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარეგისტრირდებიან საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ  მისამართზე.

ბოლო 4 წლის განმავლობაში ელექტრონული პირადობის მოწმობა,  სულ 2 400 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა, აქედან 1 400 000-მდე   უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

მიმდინარე აქციით სარგებლობის მსურველმა მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე  ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი