სურმანიძეები საცხოვრებელს ითხოვენ

03 ივლისი 2016, 00:00 2696 ნახვა

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახინჯაურში მცხოვრებ სურმანიძეების ოჯახს 2012 წლის 28 დეკემბერს მიწისძვრის შედეგად სახლი დაენგრათ. ცოტა ხნის შემდეგ კი, მათ ეზოში მეწყერიც ჩამოწვა. ამჟამად ოჯახი, სადაც სამი ძმა ცხოვრობს, საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ცალ-ცალკე ითხოვს. ერთ-ერთ მათგანს-მალხაზ სურმანიძეს სახელმწიფო პროგრამით საცხოვრებელი, ან შესაბამისი კომპენსაცია მალე გადაეცემა, რაც სადაო ხდება მეორე ძმისთვის- ჯემალ სურმანიძისთვის. ის სოციალურად დაუცველია და ამბობს, რომ ხელისუფლების დახმარების გარეშე, საცხოვრებლის შეძენას ვერ მოახერხებს.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი