მოქალაქეების მოთხოვნა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს  

19 თებერვალი 2018, 00:00 2402 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოში დოკუმენტური კინოს მიმართულებით მოღვაწე ავტორ-რეჟისორების აღდგენის მოთხოვნით, პეტიცია მომზადდა. დოკუმენტს 1 000 ხელმოწერა აქვს, ადრესატი კი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოა. 

ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ დოკუმენტური  კინო, როგორც  აჭარის ტელევიზიის შიდაპროდუქციის  სეგმენტი, უნდა შენარჩუნდეს და ის მაუწყებლის შიდა რესურსების  მოძიებისა და რეალიზების  ხარჯზე  უნდა   განვითარდეს.

ხელმომწერები ასევე ითხოვენ, დოკუმენტური კინოს  მიმართულებით მომუშავე  ავტორ-რეჟისორებმა  ოლიკო ჟღენტმა,  გია დიასამიძე და ნერონ აბულაძემ გააგრძელონ  შემოქმედებითი  საქმიანობა  საზოგადოებრივი  მაუწყებლის აჭარის  ტელევიზიაში, დოკუმენტური კინოს მიმართულებით. 

მათ შრომითი  ხელშეკრულებები   2017 წლის დეკემბერში   შეუწყდათ.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის  2017  წლის  ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დოკუმენტური ფილმები გარეწარმოებაზე გავიდა.

‘’სატენდერო პირობებისგან განსხვავებით, ადგილობრივი  კადრები  უფრო  ახლოს  იცნობენ აჭარის რეგიონის  კულტურულ-ეკონომიკურ  და სოციალურ ცხოვრებას. დოკუმენტალისტებს ხელეწიფებათ,  ყოველდღიურ რეჟიმში ასახონ მნიშვნელოვანი  მოვლენები,  რეგიონის მასშტაბით   მიმდინარე    საინტერესო დოკუმენტური  რეალიები, იმავდროულად, უნიკალური  მასალებით, ფილმებით შეავსონ  და გაამდიდრონ არქივის ფონდი’’ - წერია პეტიციაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი