შენდობის კვირა

18 თებერვალი 2018, 00:00 2872 ნახვა

მიტევების დღესთან დაკავშირებით ბათუმის  ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ლოცვა  16 საათზე დაიწყება. ღვთისმსახურებას  ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი აღავლენს.

მსახურების დროს წაიკითხება შენდობის ლოცვები რა დროსაც მრევლი ერთმანეთს შენდობას სთხოვს.  ხვალიდან კი დიდი მარხვა დაიწყება, რომელიც 8 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე  დღესასწაულზე დასრულდება. დიდმარხვას წინ ხორციელის და ყველიერის კვირა უძღოდა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში