საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და განხორციელებული რეფორმები გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსხვილი საერთაშორისო და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს, მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში ოფიციალურ ვახშამზე.
მთავრობის მეთაური საერთაშორისო ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალსა და მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა.