საქართველო-ევროკავშირი - ვალდებულების შესრულების ანგარიში

16 თებერვალი 2018, 00:00 1805 ნახვა

მართლმსაჯულება, კორუფცია, გარემო და შრომითი უფლებები – ევროკავშირის მიერ დაწესებული განხორციელებული და განსახორციელებელი დირექტივები. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში წარმოადგინეს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა სახელდება მართლმსაჯულების მთავარ გამოწვევად, ხოლო კორუფციის ნაწილში ისაუბრეს ე.წ. ელიტურ კორუფციაზე. დიდი დრო დაეთმო გარემოს საკითხს – გამოწვევაა ავტომანქანების გამონაბოლქვი.

შრომითი უფლებების კუთხით კი ხაზგასმით აღინიშნა, რომ ინსპექტირების ნაწილში არაა გაწერილი ის უფლება-მოვალეობები, რასაც საქართველოსგან ევროკავშირი ითხოვს. მონიტორინგის შედეგები მესამე სექტორმა დღეს წარმოადგინა - შეხვედრა ფონდ ''ღია საზოგადოება საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის'' ინიციატივით გაიმართა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში