ევროპის ლიგაზე მეთექვსმეტედფინალური შეხვედრების ცენტრალური მატჩებიდან იტალიური „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლაიპციგთან“ დამარცხდა ანგარიშით 1:3, ხოლო „დორტმუნდმა“ „ატალანტას“ დამარცხება მატჩის ბოლო წამებზე შეძლო.
მოიგო საბა კვერკველიას მოსკოვის „ლოკომოტივმაც“, რომელმაც სტუმრად ფრანგული „ნიცა“ 2:3 დაამარცხა. საპასუხო შეხვედრები 22 თებერვალს გაიმართება.