''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ასმათ დიასამიძე ბათუმის პროკურატურას და აუდიტის სამსახურს მოუწოდებს ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის ბედით დაინტერესდნენ. ასმათ დიასამიძე ამბობს, რომ კომპანიამ ობიექტს დამატებით ნაგებობები მიაშენა, სამშენებლო ვადები კი არაერთხელ დაარვია. აჭარის პროკურატურაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.