ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

15 თებერვალი 2018, 00:00 9375 ნახვა

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ, 35 წლამდე ასაკის კაცი, ცივი იარაღით დაჭრეს.  

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, კაცს ჭრილობა საჯდომის არეში აქვს მიყენებული. მის სიცოხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამ ეტაპზე დამნაშავე დაკავებული არ არის. რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში