სურსათის ეროვნულ სააგენტოში იმპორტიორებს ახალი რეგულაციები გააცნეს. სიახლეები 1 მარტიდან ამოქმედდება და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს. ცვლილებების თანახმად, თუ იმპორტირებულ პროდუქტში, ერთი წლის განმავლობაში, ორჯერ აღმოჩნდება პათოგენური მიკროორგანიზმი სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან იმპორტი ერთი წლის ვადით შეჩერდება. აგრეთვე, საქონლის მფლობელს ეკისრება ვალდებულება, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე საქონელი საბაჟო საწყობში განათავსოს.