ვინ იცავს პოლიციელების შრომით უფლებებს?

12 თებერვალი 2018, 00:00 2561 ნახვა

ყოფილი პოლიციელი პოლიციელთა შრომით უფლებებზე – გია ხალვაშმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით დღეს განცხადება გაავრცელა. საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ პოლიციელებს არ ეძლევათ უფლება კუთვნილი საშვებულებო დღეები სრულად გამოიყენონ, გარდა ამისა ისინი მორიგეობისას 24 საათიანი რეჟიმით მუშაობენ, რითაც მათი შრომისუნარიანობა ქვეითდება.

პოლიციელების საქმიანობას პოლიციის შესახებ კანონი არეგულირებს, რომლის 31-ე მუხლში წერია რომ სამინისტროს მოსამსახურის შვებულების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 30 კალენდარული დღე.

რაც შეეხება მუშაობის გრაფიკს, ეს ხელმძღვანელობის მიერ რეგულირდება. ინფორმაციას არ ფლობენ პროფკავშირებში, რაც შეეხება ჯანმრთელობისა და შრომის სამინისტროს – ამ უწყებას არ ეხება პოლიციისა და თავდაცვის სისტემაში დასაქმებულთა უფლებები.

შრომის კოდექსით არ რეგულირდება პოლიციელთა შრომა. ამასთან არ არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს მიკუთვნებული არცერთი ევროდირექტივა, რომელიც ამ კონტექსტში პოლიციელებს შეეხება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი